воскресенье, 11 октября 2015 г.

მეცხრე დღის რეფლექსია.

დღევანდელ ტრენინგზე დავათვალიერეთ ჩვენს მიერ შექმნილი საქაღალდეები.
შევამოწმეთ რამდენად სრულყოფილად არის გაკეთებული. მოვისმინეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და გავაკეთეთ  კომენტარები.მივეცით შესაბამისი რჩევები ერთმანეთს,რომლებიც დაგვეხმარება მომავალში პროექტზე მუშაობისას. ავტვირთეთ ჩვენი ნამუშევრები ჯერ draiv-ში და შემდეგ blog-ზე.
  მადლობა ტრენერს საინტერესო მუშაობისათვის.

воскресенье, 4 октября 2015 г.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ შეფასების შეჯამებაზე, ვისაუბრეთ დიფერენცირებულ სწავლებაზე, მოსწავლის ნამუშევრის გაფორმებაზე. შევქმენით მოსწავლის ნამუშევრის შაბლონი. შევავსეთ პრეზენტაციის შეფასების ფორმა ( კვლევითი პროექტებისათვის).

суббота, 3 октября 2015 г.

მეექვსე დღის რეფლექსია

ვიმუშავეთ მოდული 5: მოსწავლეთა პროექტების შეფასების რუბრიკებზე და შვქმენით ასევე მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.

მეხუთე დღის რეფლექსია

       


       კმაყოფილი დავრჩი დღევანდელი ტრენინგით.ვისწავლეთროგორ ვიმუშაოთ,გადმოვწეროთ და შევინახოთ ინფორმაცია დასურათები. ვისაუბრეთ საავტირო უფლებებზე. ვნახეთ პრეზენტაცია საავტორო უფლებებზე.ვისწავლეთკომენტარების კეთება. გავეცანით მოსწავლის ნამუშევრის ნიმუშებს.               

воскресенье, 27 сентября 2015 г.

მეოთხე დღის რეფლექსია:


მეოთხე დღის ტრენინგი ძალზე ნაყოფიერი იყო.შევისწავლეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმანტები,გავეცანით ხუთ მიზანს და შევარჩიეთ ინსტრუმენტები.გავიხსენეთ პრეზენტაციის პროგრამა.

суббота, 26 сентября 2015 г.

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი მუშაობა დაეთმო პროექტზე მუშაობას.განვიხილეთ საგნის შესაბამისი სტანდარტები დაინდიკატორები. შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვები

ზოგადი კითხვა
მიზეზი, რამაც გამოიწვია გაეროს შექმნა.
თემატური კითხვები
.როგორ იწყება ომები და შეიძლება თუ არა მათი პრევენცია?
ვინ სარგებლობს ომით?
ჩართული უნდა იყოს თუ არა საზოგადოება რთულ პოლიტიკურ საკითხებზეარჩევანის გაკეთებაში?
შინაარსობრივი კითხვები
რომელი ქვეყნები იყო ჩაბმული პირველ და მეორე მსოფლიო ომებში?
რომელი ქვეყნები იყო მოკავშირეები?
რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ?
რომელი  ძეგლები მოხვდა იუნესკოს ყურადღების ქვეშ?

воскресенье, 20 сентября 2015 г.

მეორე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ წინა დღის ტრენინგის მასალები. გავეცანით ერთმანეთის პროექტის თემებს, დავიწყეთ პუბლიკაციებზე მუშაობა,ვნახეთ ბროშურების და ბუკლეტების ნიმუშები და ვივარჯიშეთ მათ შექმნქზე,ვისწავლეთ სურათების ჩასმა-გადაადგილება.ტრენინგით კმაყოფილი დავრჩი და ნასწავლ მასალებს აუცილებლად გამოვიყენებ მოსწავლეებთან პროექტებზე მუშაობისას.