воскресенье, 27 сентября 2015 г.

მეოთხე დღის რეფლექსია:


მეოთხე დღის ტრენინგი ძალზე ნაყოფიერი იყო.შევისწავლეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმანტები,გავეცანით ხუთ მიზანს და შევარჩიეთ ინსტრუმენტები.გავიხსენეთ პრეზენტაციის პროგრამა.

суббота, 26 сентября 2015 г.

მესამე დღის რეფლექსია

დღევანდელი მუშაობა დაეთმო პროექტზე მუშაობას.განვიხილეთ საგნის შესაბამისი სტანდარტები დაინდიკატორები. შევიმუშავეთ მიმართულების მიმცემი კითხვები

ზოგადი კითხვა
მიზეზი, რამაც გამოიწვია გაეროს შექმნა.
თემატური კითხვები
.როგორ იწყება ომები და შეიძლება თუ არა მათი პრევენცია?
ვინ სარგებლობს ომით?
ჩართული უნდა იყოს თუ არა საზოგადოება რთულ პოლიტიკურ საკითხებზეარჩევანის გაკეთებაში?
შინაარსობრივი კითხვები
რომელი ქვეყნები იყო ჩაბმული პირველ და მეორე მსოფლიო ომებში?
რომელი ქვეყნები იყო მოკავშირეები?
რა მნიშვნელოვანი მოვლენები მოხდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ?
რომელი  ძეგლები მოხვდა იუნესკოს ყურადღების ქვეშ?

воскресенье, 20 сентября 2015 г.

მეორე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ წინა დღის ტრენინგის მასალები. გავეცანით ერთმანეთის პროექტის თემებს, დავიწყეთ პუბლიკაციებზე მუშაობა,ვნახეთ ბროშურების და ბუკლეტების ნიმუშები და ვივარჯიშეთ მათ შექმნქზე,ვისწავლეთ სურათების ჩასმა-გადაადგილება.ტრენინგით კმაყოფილი დავრჩი და ნასწავლ მასალებს აუცილებლად გამოვიყენებ მოსწავლეებთან პროექტებზე მუშაობისას.

პირველი დღის რეფლექსია

 მოდულის შესწავლის პროცესში ვისაუბრეთ პროექტის შესახებ რამაც გარკვეულწილად დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.განსაკუთრებით მომეწონა 21-ე საუკუნის უნარ -ჩვევები.მათ განსაკუთრებულ ყურადღებას ალბათ არ ვაქცევდი რასაც აუცილებლად გავითვალისწინებ.უფრო მეტად გავითვალისწინებ მოსწავლეთა შესაძლებლობებს. შევქმენით საქაღალდეები პორტფოლიოსთვის.გავეცანით რამდენიმე პროექტს.ამ ყველაფერს გავითვალისწინებ და გამოვიყენებ მუშაობის პროცესში.